კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს mappa.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

1.2. პოლიტიკა ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც იყენებს ვებგვერდს, ახორციელებს შეკვეთას ან სხვაგვარად ურთიერთობს mappa.ge-სთან.

1.3. ვებგვერდის გამოყენებით და/ან შეკვეთის გაფორმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას და ეთანხმება მასში აღწერილ პირობებს.

1.4. mappa.ge უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

2. მონაცემთა დამმუშავებელი

2.1. mappa.ge / შპს მაპპა კარტოგრაფიკა

2.2. ს/კ: 405697811

2.3. ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქ. 12

2.4. ელ.ფოსტა: info@mappa.ge

 

3. რა მონაცემებს ვაგროვებთ

mappa.ge შეიძლება ამუშავებდეს შემდეგ მონაცემებს:

3.1. იდენტიფიკაციის მონაცემები:

a. სახელი, გვარი;

b. პირადი ნომერი;

c. საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში);

3.2. საკონტაქტო მონაცემები:

a. ელ.ფოსტა;

b. ტელეფონის ნომერი;

c. მიწოდების მისამართი;

3.3. ტრანზაქციის მონაცემები:

a. შეკვეთების დეტალები;

b. შეძენილი პროდუქცია;

c. გადახდის სტატუსი;

d. შეკვეთების ისტორია (ბარათის სრული მონაცემები არ ინახება mappa.ge-ს მიერ).

3.4. ტექნიკური და გამოყენების მონაცემები:

a. IP მისამართი;

b. მოწყობილობის ტიპი;

c. ოპერაციული სისტემა;

d. ბრაუზერის ტიპი;

e. ვიზიტის დრო და ქცევა საიტზე;

3.5. კომუნიკაციის მონაცემები:

a. ელ.ფოსტის მიმოწერა;

b. ჩატის/მესიჯის კომუნიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

c. მომხმარებლის მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია.

 

4. ვისგან გროვდება მონაცემები

mappa.ge აგროვებს მონაცემებს:

4.1. უშუალოდ მომხმარებლისგან (რეგისტრაცია, შეკვეთა).

4.2. ვებგვერდის გამოყენებისას ავტომატურად (cookies, analytics).

4.3. მესამე მხარისგან (გადახდის სისტემები, მიწოდების სერვისები).

 

5. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:

5.1. შეკვეთის მიღება, დამუშავება და შესრულება.
5.2. პროდუქციის მიწოდება.
5.3. მომხმარებელთან კომუნიკაცია.
5.4. გადახდების ადმინისტრირება.
5.5. მომხმარებლის მხარდაჭერა.
5.6. თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება.
5.7. ვებგვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5.8. მომსახურების გაუმჯობესება და ანალიტიკა.
5.9. სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.

 

6. მონაცემების გაზიარება

მონაცემების დამუშავება ეფუძნება:

6.1. ხელშეკრულების შესრულებას (შეკვეთა, მიწოდება).
6.2. მომხმარებლის თანხმობას.
6.3. კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს.
6.4. mappa.ge-ს ლეგიტიმურ ინტერესს (უსაფრთხოება, გაუმჯობესება).

 

7. მონაცემების შენახვის ვადა

7.1. mappa.ge არ ყიდის და არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს კომერციული მიზნებისთვის.

7.2. მონაცემები შეიძლება გადაეცეს:

a. კურიერულ კომპანიებს (მიწოდებისთვის);

b. საგადახდო სისტემებს და ბანკებს;

c. IT და ჰოსტინგ პროვაიდერებს;

d. ანალიტიკურ პლატფორმებს (მაგ. Google Analytics);

e. სახელმწიფო ორგანოებს (კანონის მოთხოვნის შემთხვევაში).

7.3. ყველა მესამე პირი ვალდებულია დაიცვას მონაცემთა კონფიდენციალურობა.

 

8. მომხმარებლის უფლებები

8.1. მონაცემები შეიძლება გადაეცეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე სერვერებზე (მაგ. cloud სერვისები).

8.2. ასეთ შემთხვევაში mappa.ge უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო დონეს.

 

მონაცემთა შენახვის ვადა

9.1. მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია:

a. ხელშეკრულების შესრულებისთვის; 

b. კანონით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში; 

c. დავების გადაწყვეტისთვის.  

9.2. ანგარიშგების და საგადასახადო მონაცემები ინახება კანონით დადგენილი ვადით.

 

10. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს უფლება:

10.1. მოითხოვოს მონაცემებზე წვდომა.
10.2. მოითხოვოს მონაცემების შესწორება.
10.3. მოითხოვოს მონაცემების წაშლა.
10.4. მოითხოვოს დამუშავების შეზღუდვა.
10.5. გააუქმოს თანხმობა.
10.6. მოითხოვოს მონაცემთა გადაცემა (პორტირება).
10.7. მიმართოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს.

 

11. მონაცემთა უსაფრთხოება

11.1. mappa.ge იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, მათ შორის:

a. SSL დაშიფვრა;  

b. წვდომის კონტროლი;  

c. სერვერების დაცვა;

d. რეგულარული მონიტორინგი;

11.2. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ პირებს.

 

12. Cookies (ქუქი-ფაილები)

12.1. ვებგვერდი იყენებს cookies-ს:

a. ფუნქციონალური;  

b. ანალიტიკური;  

c. მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. 

 

13. მესამე მხარის ბმულები

13.1. ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ბმულებს.
13.2. Mappa.ge არ არის პასუხისმგებელი მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.

 

14. პოლიტიკის ცვლილება

14.1. Mappa.ge უფლებამოსილია განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა.

14.2. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

 

15. საკონტაქტო ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხებისთვის:

📧  info@mappa.ge
📞  +995577070508