- ზოგადი ნაწილი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ,,მაპპა კარტოგრაფიკას“-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე -mappa.ge
ზემოთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე გათვალისწინებული მომსახურების მიღებისას, მისი მეშვეობით პროდუქციის შეძენისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
1.1. წარმოდგენილი დოკუმენტი არის შპს მაპპა კარტოგრაფიკას ვებ-გვერდის mappa.ge-თ სარგებლობის წესები და პირობები.
1.2. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „მაპპა კარტოგრაფიკას“ შორის. შპს „მაპპა კარტოგრაფიკას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 405697811) ფაქტობრივი მისამართი:თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქ. 12.
1.3. შპს „მაპპა კარტოგრაფიკა“წარმოდგენილ სარგებლობის წესებსა და პირობებში, ისევე, როგორც კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „Mappa Cartographica”.
1.4. Mappa Cartographica-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Mappa Cartographica-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს, როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
1.5. mappa.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნების და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
1.6. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Mappa Cartographica-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, ასეთ შემთხვევაში შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი. ამასთან, Mappa Cartographica იტოვებს უფლებას, მიმართოს მომხამრებელს თხოვნით, მიაწოდოს შენიშვნები ელექტრონულ ფოსტაზე.
1.7. კითხვების, პრეტენზიის და თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Mappa Cartographica-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
2. ტერმინთა განმარტება
წარმოდგენილ წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1. Mappa Cartographica - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „მაპპა კარტოგრფიკა“, საიდენტიფიკაციო კოდი 405697811, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, თამარაშვილის ქუჩა, N6.
2.2. mappa.ge - Mappa Cartographica-ს საკუთრებაში არსებული ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვებგვერდზე არსებული პროდუქციის შეძენა.
2.3. მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს mappa.ge -ზე განთავსებული პროდუქცია.
2.4. მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
2.5. მომხმარებლის თანხმობა - მომხმარებლის მიერ წინამდებარე დოკუმენტის გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
2.6. პროდუქცია - mappa.ge-ზე განთავსებული პროდუქცია, რომელის შეძენაც შეუძლია მომხმარებელს.
2.7. პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
2.8. ანგარიში - mappa.ge-ზე მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული პირადი გვერდი.
2.9. რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.
2.10 „დელივერი“- Mappa Cartographica-ს მიერ შერჩეული საკურიერო კომპანია, რომელიც ახორციელებს mappa.ge-ზე შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდებას.
2.11. mappa.ge-ზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს mappa.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
2.12. მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „Mappa Cartographica“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
3. რეგისტრაცია
3.1. mappa.ge-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
a. სახელი,
b. გვარი;
c. მისამართი;
d. ელექტრონული ფოსტა;
e. ტელეფონის ნომერი;
f. სისტემაში შესასვლელი პაროლი.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია, რომ რეგისტრაციის დროს გაეცნოს mappa.ge-ზე არსებულ „წესებსა და პირობებს”. მომხმარებლის რეგისტრაცია ავტომატურად მიიჩნევა, რომ მომხმარებელი გაცნობილია წარმოდგენილი წესების და პირბების დოკუმენტს.
3.3. მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქციის შეძენამდე.
3.4. რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს ფუნქციას სისტემაში “შესვლა“.
4. მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.1. მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი.
4.2. იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი.
4.3. არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას mappa.ge-ზე რეგისტრაციის მიზნით.
4.4. არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის.
4.5. არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
4.6. არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით.
4.7. არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით.
4.8. არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.
4.9. დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს mappa.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, mappa.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.10. არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს.
4.11. არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე.
4.12. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის mappa.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას.
4.13. არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და mappa.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
5. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
5.1. პროდუქციის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, მომხმარებელი mappa.ge-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, რა დროსაც ვალდებულია, რომ ანგარიშსწორების განხორციელებამდე გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
5.2. მომხმარებელს უფლება აქვს შეკვეთის გაფორმების დროს, გადახდამდე აირჩიოს „გავიტან მაღაზიიდან“ ფუნქცია, რაც შესაძლებლობას აძლევს, მომხარებელს, რომ შეძენილი პროდუქცია თავად გაიტანოს mappa.ge-ს საგამოფენო სივრციდან, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქ. #12.
5.3. „გავიტან მაღაზიიდან“ ფუნქციის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გაფორმების დროს მიუთითოს პირადი ნომერი და გატანის დროს mappa.ge-ს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.
5.4. „გავიტან მაღაზიიდან“ ფუნქციის არჩევის შემთხვევაში, მომხარებელს შეუძლია გაიტანოს პროდუქცია ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 11:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ირჩევს პროდუქციის მიღების პირობას „გავიტან მაღაზიიდან“, mappa.ge ვალდებულია შეინახოს შეძენილი პროდუქცია შეკვეთის გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
5.5. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გამოცხადდება პროდუქციის მისაღებად, mappa.ge უფლებამოსილია ერთპიროვნულად გააუქმოს შეკვეთა. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი თანხა დაბრუნდება მომხმარებლის მიერ გამოყენებულ გადახდის მეთოდზე 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თანხის დაბრუნებისას მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხა, გარდა იმ საბანკო და/ან საგადახდო სისტემის საკომისიოებისა, რომლებიც გადახდის განხორციელებისას დაიკავა შესაბამისმა ბანკმა ან გადახდის პროვაიდერმა.
5.6. mappa.ge არ არის ვალდებული უზრუნველყოს პროდუქციის შენახვა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
5.7. მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე „შეკვეთების“ ნაწილში.
5.8. mappa.ge იტოვებს სრულ უფლებას, რომ უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
5.9. მომხმარებლის მიერ პროდუქციის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება გადადის მომხმარებელზე. თუმცა, ძალაში რჩება წარმოდგენილი წესის „5.5.“ და „5.6.“ პუნქტები.
5.10 mappa.ge იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას.
5.11. შეძენილი პროდუქციის გაცვლასა და დაბრუნებაზე ვრცელდება შემდეგი წესები:
5.11.1. გაცვლისა და დაბრუნების წესები ვრცელდება mappa.ge-ს ვებგვერდის მეშვეობით დადებულ დისტანციურ ხელშეკრულებებზე და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ.
5.11.2. პერსონალიზებული პროდუქცია - იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან პერსონალიზებულია (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, გრავირებით, სახელით, თარიღით ან სხვა უნიკალური მახასიათებლით), მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს პროდუქციის დაბრუნება ან გაცვლა.მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია აღნიშნული შეზღუდვა.
5.11.3. არაპერსონალიზებული პროდუქცია - იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ არის ინდივიდუალურად დამზადებული, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქცია მისი მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
5.11.4. დაბრუნების პირობები - დაბრუნებული პროდუქცია უნდა იყოს:
a. გამოუყენებელი;
b. დაუზიანებელი;
c. პირვანდელი შეფუთვითა და კომპლექტაციით.
5.11.5. mappa.ge უფლებამოსილია შეამციროს დასაბრუნებელი თანხა იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ღირებულება შემცირებულია მისი ისეთი გამოყენების შედეგად, რომელიც სცდება მისი ბუნებისა და ფუნქციონირების შემოწმებას.
5.11.5. უნიკალური პროდუქცია - mappa.ge-ზე წარმოდგენილი პროდუქციის დიდი ნაწილი შეიძლება იყოს უნიკალური ან ერთ ეგზემპლარად წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში, პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი ანალოგიური პროდუქცია მარაგში. mappa.ge არ არის ვალდებული უზრუნველყოს პროდუქციის გაცვლა, თუ შესაბამისი პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი.
5.11.6. თანხის დაბრუნება - თანხის დაბრუნება განხორციელდება კანონით დადგენილი წესით, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინების შემდეგ, პრდუქტის დაბრუნებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
5.11.7. დეფექტი - დეფექტის მქონე პროდუქციის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:
a. პროდუქციის შეკეთება;
b. პროდუქციის შეცვლა (არსებობის შემთხვევაში);
c. ან თანხის დაბრუნება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.11.8. პროდუქციის დეფექტად არ ჩაითვლება mappa.ge-ზე შეძენილი ისეთი პროდუქცია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს, ლაქა, ან სხვა ისეთი მცირედი დაზიანება, რომელიც გამოწვეულია პროდუქციის ასაკით და ქაღალდის მდგომარეობით.
6. შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
6.1. კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.
6.2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე პროდუქციის მიწოდების მიზნით:
6.2.1. mappa.ge-ზე განხორციელებული შეკვეთების მომხმარებლამდე მიტანას/დელივერს ახორციელებს mappa.ge, ან მის მიერ შერჩეული საკურიერო კომპანია.
6.2.3. mappa.ge-ს სტანდარტული მიწოდების ვადები და პირობები საქართველოში:
a. თბილისი: საორიენტაციოდ 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში, მიწოდების ღირებულება – 35 ლარი;
b. რეგიონები: საორიენტაციოდ 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში, მიწოდების ღირებულება – 35 ლარი;
c. 500 (ხუთასი) ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას მიწოდება ხდება უფასოდ.
6.2.3. მომხმარებელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საკურირერო მომსხურების ღირებულების გადახდა ხდება შეკვეთის გაფორმების დროს და დაანგარიშებულია პროდუქციის ღირებულებაში.
6.3. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პროდუქციის მიწოდების მიზნით:
6.3.1. mappa.ge-ზე განხორციელებული შეკვეთების მომხმარებლამდე მიტანას/დელივერს ახორციელებს შერჩეული საკურიერო კომპანია.
6.3.2. საქართველოს ფარგლებს გარეთ პროდუქციის მიწოდების ვადა საორიენტაციოდ წარმოადგენს 5-15 სამუშაო დღეს, რომლის ღირებულებაც დაანგარიშდება პროდუქციის შეძენის დროს.
6.3.3. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდების დროს, mappa.ge-ი არ არის პასუხისმგებელი, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული, შესაძლო საბაჟო და სხვადასვხვა სახის გადასახადების/მოსაკრებლების ნაწილზე. ყველა შესაძლო მსგავს გადასახადსა და მოსაკრებელზე პასუხმისგებელია მომხამრებელი.
7. ანგარიშსწორების წესი
7.1. mappa.ge-ზე ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
7.2. ვებგვერდიდან შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
7.3. mappa.ge-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
7.4. მომხარებლის ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
7.5. ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1. იმ შემთხვევაში, თუ mappa.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წარმოდგენილი წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი ვალდებულია მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუკავშირდეს mappa.ge-ს.
8.2. მომხმარებლის მხრიდან mappa.ge-ის ვებგვერდზე მისი პირადი ანგარიშის გაუქმების/დახურვისათვის მან პირად ანგარიშში პარამეტრების ველში შესვლის შემდეგ უნდა აირჩიოს „პროფილის“ განყოფილება და დააჭიროს “პროფილის წაშლა”-ს, რის შემდგომაც მისი პირადი ანგარიში ავტომატურად იხურება.
9. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
9.1. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. mappa.ge მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
9.2. მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, mappa.ge-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს mappa.ge-ს კანონით დაცულ ინტერესებს.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
10.1. mappa.ge იღებს ვალდებულებას, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
10.2. მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
10.3. mappa.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
10.4. mappa.ge იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
10.5. mappa.ge გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
10.6. mappa.ge სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქციის ღირებულების ოდენობით.
10.7. mappa.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
11. საავტორო უფლებები
11.1. ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის mappa.ge-ს.
11.2. mappa.ge-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს "მაპპა კარტოგრაფიკას" საკუთრებას.
11.3. mappa.ge-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, mappa.ge-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს mappa.ge-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა.
11.4. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს mappa.ge-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, mappa.geუფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება mappa.ge-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს mappa.ge-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.
11.5. ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება, რომელიც დაკავშირებულია შეძენილი პროდუქციის ციფრულ/სკანირებულ ვერსიასთან. mappa.ge-ს უფლება აქვს ნებისმიერი კანონიერი მიზნით გამოიყენოს გაყიდული პროდქტის ციფრული/სკანირებული ვერსია.
12. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
12.1. წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
12.2. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის mappa.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
13. მესამე მხარე
13.1. mappa.geიხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს mappa.ge-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, mappa.geმომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
14. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
14.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
14.2. მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ საერთო სასამართლოს.
14.3. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
15. ცვლილებები და დამატებები
15.1. mappa.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
15.2. mappa.ge მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.


