1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს შპს მაპპა კარტოგრაფიკა (შემდეგში mappa.ge) მომხმარებლისპერსონალურ მონაცემებს.
1.2. პოლიტიკა ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც იყენებს ვებგვერდს, ახორციელებს შეკვეთას ან სხვაგვარად ურთიერთობს mappa.ge-სთან.
1.3. ვებგვერდის გამოყენებით და/ან შეკვეთის გაფორმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას და ეთანხმება მასში აღწერილ პირობებს.
1.4. mappa.ge უზრუნველყოფსპერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მონაცემთა დამმუშავებელი
2.1. შპს მაპპაკარტოგრაფიკა (mappa.ge)
2.2. ს/კ: 405697811
2.3. ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქ. 12
2.4. ელფოსტა: info@mappa.ge
3. რამონაცემებს ვაგროვებთ
mappa.ge შეიძლება ამუშავებდეს შემდეგ მონაცემებს:
3.1. იდენტიფიკაციის მონაცემები:
- სახელი, გვარი;
- პირადი ნომერი;
- საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში);
3.2. საკონტაქტო მონაცემები:
- ელფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- მიწოდების მისამართი;
3.3. ტრანზაქციის მონაცემები:
- შეკვეთების დეტალები;
- შეძენილი პროდუქცია;
- გადახდის სტატუსი;
- შეკვეთების ისტორია (ბარათის სრული მონაცემები არ ინახება mappa.ge-ს მიერ).
3.4. კომუნიკაციის მონაცემები:
- ელფოსტის მიმოწერა;
- ჩატის/მესიჯის კომუნიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მომხმარებლის მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია.
4. ვისგან გროვდება მონაცემები
mappa.ge აგროვებს მონაცემებს:
4.1. უშუალოდ მომხმარებლისგან (რეგისტრაცია, შეკვეთა).
4.2. ვებგვერდის გამოყენებისას ავტომატურად (cookies, analytics).
4.3. მესამე მხარისგან (გადახდის სისტემები, მიწოდების სერვისები).
5. მონაცემების დამუშავებისმიზნები
მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:
5.1. შეკვეთის მიღება, დამუშავება და შესრულება.
5.2. პროდუქციის მიწოდება.
5.3. მომხმარებელთან კომუნიკაცია.
5.4. გადახდების ადმინისტრირება.
5.5. მომხმარებლის მხარდაჭერა.
5.6. თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება.
5.7. ვებგვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5.8. მომსახურების გაუმჯობესება და ანალიტიკა.
5.9. სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
6. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
მონაცემების დამუშავება ეფუძნება:
6.1. ხელშეკრულების შესრულებას (შეკვეთა, მიწოდება).
6.2. მომხმარებლის თანხმობას.
6.3. კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს.
6.4. mappa.ge-ს ლეგიტიმურ ინტერესს (უსაფრთხოება, გაუმჯობესება).
7. მონაცემების გაზიარება
7.1. mappa.ge არ ყიდის და არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს კომერციული მიზნებისთვის.
7.2. მონაცემები შეიძლება გადაეცეს:
- კურიერულ კომპანიებს (მიწოდებისთვის);
- საგადახდო სისტემებს და ბანკებს;
- IT და ჰოსტინგ პროვაიდერებს;
- ანალიტიკურ პლატფორმებს (მაგ. Google Analytics);
- სახელმწიფო ორგანოებს (კანონის მოთხოვნის შემთხვევაში).
7.3. ყველამესამე პირი ვალდებულია დაიცვას მონაცემთა კონფიდენციალურობა.
7.4. მონაცემები შეიძლება გადაეცეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე სერვერებზე (მაგ. cloud სერვისები). ასეთ შემთხვევაში mappa.ge უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო დონეს.
8. Cookies (ქუქი-ფაილები)-ის პოლიტიკია
8.1. ვებგვერდი იყენებს სხვადასხვა ტიპის cookies-ს:
- ფუნქციონალური;
- ანალიტიკური;
- მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
8.2. ვებგვერდზე ქუქი-ფაილების (cookies) გამოყენების, შეგროვების მიზნებისა და მართვის მექანიზმების (opt-in / opt-out) შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია და დარეგულირებულია ქუქი ფაილების პოლიტიკის შესაბამისად (ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ww.mappa.ge).
9. მონაცემთა შენახვისვადა
9.1. მონაცემებიინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია კონკრეტული მიზნის შესაბამისად:
- ხელშეკრულების შესრულებისთვის;
- კანონით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში;
- დავების გადაწყვეტისთვის.
9.2. ანგარიშგები და საგადასახადო მონაცემები ინახება კანონით დადგენილი ვადით.
10. მომხმარებლისუფლებები
10.1. მომხმარებელს აქვს უფლება:
- მოითხოვოს მონაცემებზე წვდომა.
- მოითხოვოს მონაცემების შესწორება.
- მოითხოვოს მონაცემების წაშლა.
- მოითხოვოს დამუშავების შეზღუდვა.
- გააუქმოს თანხმობა.
- მოითხოვოს მონაცემთა გადაცემა (პორტირება).
- მიმართოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს.
10.2. მომხმარებლის უფლებები, მათ შორის მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების წესი და პირობები, დეტალურად არის დარეგულირებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის პოლიტიკით (ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ww.mappa.ge).
11. მონაცემთაუსაფრთხოება
11.1. mappa.ge იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, მათ შორის:
- SSL დაშიფვრა;
- წვდომის კონტროლი;
- სერვერების დაცვა;
- რეგულარული მონიტორინგი;
11.2. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ პირებს.
12. მესამემხარის ბმულები
13.1. ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ბმულებს.
13.2. Mappa.ge არ არის პასუხისმგებელი მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
13. პოლიტიკისცვლილება
13.1. Mappa.ge უფლებამოსილია განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა.
13.2. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
14. საკონტაქტო ინფორმაცია
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხებისთვის: dpo@nexia.ge


