აზიის დიდი რუკის მარცხენა ნაწილში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, წარმოდგენილია ცნობები საქართველოს შესახებ. სამეფო-სამთავროებად დაშლილი ქვეყნის მთელ ტერიტორიას ფარავს საქართველოს ფრანგულენოვანი აღნიშვნა - GEORGIE.
რუკაზე, საქართველოს ნაწილში, დატანილია: გურია (GURIEL), იმერეთი (IMERETI), ოდიში (ODISHI), აფხაზეთი (ABASSA), სამცხე საათაბაგო (BARATRALV), ქართლი (CARDUEL) და კახეთი (KACHETI).
საქართველოს ციხე-ქალაქებიდან რუკაზე გვხდება: ბათუმი (Varthi), ფაზისი (Fasso), ქუთაისი (Cotatis), ანაკლია (Anarghia), სოხუმი (Sauatopoli, Eschisumuni), სკანდა (Scandidi), გორი (Gori), თბილისი (Teflis), ძეგამი (Zagain).