გამოცემები
გამბას მოგზაურობის ატლასი
კოდი: 0155
299.00 ₾

ატლასი, სამოცზე მეტ ლითოგრაფიიას და რუკას აერთიანებს, რომლის ნახევარზე მეტიც საქართველოს და ქართველებს უკავშირდება

მაპპა კარტოგრაფიკა წარმოგიდგენთ, ფრანგი მოგზაურის, კომერსანტის და თბილისში საფრანგეთის პირველი კონსულის, ჟაკ ფრანსუა გამბას მოგზაურობის ატლასის პირველ ქართულ გამოცემას. ატლასი, სამოცზე მეტ ლითოგრაფიიას და რუკას აერთიანებს, რომლის ნახევარზე მეტიც საქართველოს და ქართველებს უკავშირდება. მათ შორის არის - თბილისის დიდი პანორამული ხედი და ზღვიდან შესრულებული სოხუმის (სავარაუდოდ) პირველი ჩანახატი. ატლასში წარმოდგენილია, როგორც საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ქართველების, ისე უმნიშვნელოვანესი საერო და სასულიერო დანიშნულბის ნაგებებობი. მეგრელი, იმერელი, ქართველი თავადი... სურამის ციხე, მინდა ციხე... ბაგრატის და გელათის ტაძრები... ჩანხატების უმრავლესობა ფრანგ მხატვარს და კავკასიის მკვლევარს ჟან-მარი შოპენს ეკუთვნის, რომლის ჩანახატების საფუძველზეც მომზადებული ლითოგრაფიების ავტორი გოდფრუა ენგელმანია. ატლასს თან ერთვის ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენეზბე მომზადებული შესავალი ტექსტი, რომელიც სპეციალურად ატლასისათვის დაიწერა. გამბას ატლასი, თხზულებათა ორტომეულთან ერთად, XIX საუკუნის დასაწყისი საქართველოს და კავკასიის დიდი ნაწილის საუკეთესო აღწერაა. გამბას მოგზაურობის ატლასის პირველი ქართული გამოცემა, ამ ატლასის პირველი ფრანგული გამოცემიდან, ზუსტად ორასი წლის თავზე დაიბეჭდა.
გამბას მოგზაურობის ატლასი
2026 წ.
მაპპა კარტოგრაფიკა
თბილისი
36x28 სმ.
მაგარი
ახალი