ფრანგი სამეფო კარტოგრაფის, პიერ დიუ ვალის ცნობილი რუკის - 1681 წლის ნიურნბერგული გამოცემა. თავდაპირველად, რუკა დაიბეჭდა პარიზში 1670 წელს,
სახელწოდებით - GEORGIE.
დიუ ვალის ამ რუკის ლეგენდაში გამოყენებულია მხოლოდ ერთი აღნიშვნა - GEORGIA, რომელიც რუკაზე, საქართველოს პარალელურად, თითქმის მთელი რეგიონის აღსანიშნავად არის გამოყენებული - შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. რუკაზე დატანილია: Lonati (ბათუმი), Fazo (ფაზისი), Sauastopoli (სოხუმი), Cotatis (ქუთაისი), Scander (სკანდა), Cori (გორი), Tiflis (თბილისი) და სხვა. საქართველოს სამეფო-სამთავროებიდან რუკაზე აღნიშნულია: Guriel (გურია), Basaciuk (იმერეთი), Mingrelia (სამეგრელო), Souanes (სვანეთი), Gurgistan (ამ შემთხვევაში - ქართლი) და Lachet (კახეთი).